კომპანია Xiaomi 14 ნოემებრს საზოგადოებას წარუდგენს სმარტფონს, რომელსაც 5 კამერა და 108 მეგაპიქსელი გარჩევადობა აქვს. სმარტოფნი Mi CC9 Pro საერთაშორისო ბაზარზე სახელწოდებით - Mi Note 10 გავა.
წინასწარი ინფორმაციით, სმარტფონს ყველა კამერა უკანა ნაწილში ვერტიკალურად აქვს განთავსებული და იქვეა ორმაგი LED განათება. მათი აკმერის უპირატესობის დასადასტურებლად, კომპანიამ სოციალურ ქსელში ორი ფოტო გაავრცელა, სადაც „დაზუმულია“ კადრი, ხარისხი კი ძალიან მაღალია. მისი ზუმის ოდენობა 50x-ია, ამათან, გააჩნია 5x ტელეფოტო ლინზები. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გავრცელებული ფოტოები ლისაბონში, 500 მეტრის სიშორიდანაა გადაღებული.
რაც შეეხება ოპერატიულ სისტემას, ის მიიღებს Snapdragon 730G ჩიპსეტს, გვერდებში გადახრილ ეკრანს და წერტილოვან კამერას სელფისთვის. ის სულ ცოტა ორი ფერის, მწვანე და მარგალიტისფერი თეთრი იქნება.