საუდის არაბეთი Saudi Aramco-ს ღირებულების 2 ტრილიონ დოლარზე ნაკლებ შეფასებაზე თანახმაა

საუდის არაბეთი სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს ღირებულების 2 ტრილიონ დოლარზე ნაკლებ ფასად შეფასებას დათანხმდა, კომპანიის აქციების პირველადი განთავსების (IPO) ფარგლებში. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, მანამდე ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა განაცხადა, რომ კომპანიის შეფასებას 2 ტრილიონის ფარგლებში პროგნოზირებდა. თუმცა, შემდეგ უფრო დაბალ შეფასებას დათანხმდა, რადგან აქციების განთავსება წარმატებულად ჩაითვალოს.

მანამდე კი, სააგენტო Reuters წერდა, რომ ტახტის მემკვიდრე თანახმაა Saudi Aramco-ს IPO-ზე და ამის შესახებ ოფიციალურ განაცხადს 3 ნოემებრს გააკეთებდა.

კოკა კვირკველია