აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხებზე შეთანხმდნენ

პეკინმა და ვაშინტონმა საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას, ორ ქვეყანას შორის დაგეგმილ სავაჭრო ხელშეკრულების საბოლოო გაფორმებამდე, მიაღწიეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ჩინეთის კომერციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ შედეგის მიღწევა პარასკევს გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად მოხერხდა, რომელიც ჩინეთის ვიცე პრემიერ ლუ ხეს, ამერიკის წარმომადგენელის სავაჭრო საკთხებში რობერტ ლეიტჰაიზერსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს შორის შედგა.

ჩინეთის კომერციის სამინისტროში მოლაპარაკებებს აფასებენ როგორც „სერიოზულს და კონსტრუქციულს“, რომელზეც საკვანძო საკითხები წამოიწია.

როგორც ცნობილია, ჩინეთის ხელმძღვანელს სი ზინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის შეხევდრა ჩილეში, მნიშვნელოვან სამიტზე უნდა შემდგარიყო, თუმცა ქვეყანა იქ განვითარებული პოლიტკური პრცესების გამო, აღნიშნული სამიტის ჩატარებაზე უარს აცახდებს. მიუხედავად ამისა, თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ შეთანხმების საბოლოო გაფორმება დაგეგმილ ვადებში მოხდება.

კოკა კვირკველია