ილონ მასკის ქონება 1 კვირაში 2 მილიარდით გაიზარდა

კომპანიების SpaceX და Tesla დაფუძნებლის ილონ მასკის ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 22,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Forbes წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის მზიეზი კომპანიის მიერ წარმოდგენილი მესამე კვარტლის ფინანსური მონაცემები გახდა.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს საფონდო ბრიჟების დახურვის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი აქციის ფასი 1,86 დოლარი გახდა. Tesla-ს კორექტირებულმა მოგებამ 342 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა ამავე პერიოდში 6,35 მილიარდი დოლარი.

ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კვირას აქციის ფასმა 24%-ით მოიმატა, შესაბამისად გაიზარდა ილონ მასკის ქონებაც, რომელაც Tesla-ს აქციების 22% ეკუთვნის. ის ასევე ფლობს, 12,5 მილიარდი დოლარის წილს კომპანიაში SpaceX.

როგორც ილონ მასკმა კვარტალური მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, კომპანია უსწრებს დაანოსნებულ გრაფიკს Model Y-ის გამოცემაზე, რომელიც სავარაუდოდ, 2020 წლის ზაფხულში გამოვა.

კოკა კვირკველია