McDonald’s-ის ხელმძღვანელი სამსახურეობრივი რომანის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„მაკდონალდსმა“ აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ისთერბრუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც საბჭომ „კომპანიის პოლიტიკის“ დარღვევა დაადგინა. ისტერბრუკი გათავისუფლდა პრეზიდენტის პოზიციიდანაც.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილების მიზეზი ისტერბრუკის სამსახურეობრივი რომანი გახდა.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში, ისთერბრუკმა სინანული გამოხატა აღნიშნული ურთიერთობის გამო.

„რაც შეეხება ჩემს წასვლას, მე ახლახანს დავუშვი კონსენსუალური ურთიერთობა თანამშრომელთან, რამაც დაარღვია მაკდონალდსის პოლიტიკა. თუ გავითვალისწინებთ კომპანიის ღირებულებებს, ეს შეცდომა იყო. ვეთანხმები საბჭოს, რომ დროა წავიდე“,-წერს ისთერბრუკი.

ცნობისთვის, ისთერბრუკის ხელმძღვანელობით, „მაკდონალდსმა“ აგრესიული მოდერნიზებული გეგმა დაისახა, რამაც კომპანიას გაყიდვები გაუზარდა.

მედიის ცნობით, სტივ ისთერბრუკს კრის ზეკმპინკი შეცვლის, რომელიც ბოლოს „მაკდონალდსის“ ამერიკის ოფისს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, 52 წლის ისთერბრუკმა „მაკდონალდში“ თავისი კარიერა 1993 წელს, ლონდონში დაიწყო. 2015 წელს, ის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

მოამზადა - ნუკა კეკელიამ