სპეციალური საშემოდგომო აქცია Nissan X-Trail-ზე

ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია „ჯეო ავტო“ მომხმარებლებს სთავაზობს საშემოდგომო აქციას ავტომობილ Nissan X-Trail -ზე.

აქციის ფარგლებში Nissan X-Trail–ის შეძენის შემთხვევაში, შენაძენს საჩუქარდ მოყვება ავტომობილის გადაფორმება და ერთწლიანი უფასო სერვისული მომსახურება (ან 20 000კმ, რომელიც პირველი შესრულდება) ნისანის ავტორიზებული სერვის ცენტრისგან. ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000კმ, რომელიც პირველი შესრულდება. ასევე მოქმედებს საბანკო განვადება და ლიზინგი.

Nissan X-Trail ერთ-ერთი საუკეთესო იაპონური ქროსოვერია, რომელიც გამოირჩევა ნამდვილი იაპონური ხარისხით და ტრადიციულად მაღალი გამავლობით. Nissan X-Trail-ის უნიკალური თვისებათა შორისაა არნახული გამძლეობა, მრავალფეროვანი ოფციები, მოცულობითი და კომფორტული სალონი. ეს არის თანამედროვე დიზაინის მქონე ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და წარმოდგენელია რამდენიმე კომპლექტაციაში, როგორც ცალხიდიანი, ასევე ორხიდიანი ვარიანტებით.

Nissan X-Trail გამორჩეულია იმითაც, რომ ის არა მხოლოდ პრაქტიკული საოჯახო ავტომობილია, არამედ საუკეთესოა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც არ უშინდება უგზოობასა თუ უამინდობას და თავდაჯერებული ხვდება ნებისმიერ დაბრკოლებას, რადგან დარწმუნებულია, რომ Nissan X-Trail-თან ერთად მას ნებისმიერი წინაღობის დაძლევა შეუძლია.

კომპანია „ჯეო ავტო“ - ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში დაარსდა 2007 წლის დეკემბერში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ნისანისა და ინფინიტის ავტომობილების რეალიზაცია, გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი, ასევე სათადარიგო ნაწილების როგორც საცალო გაყიდვა ასევე შეკვეთა. კომპანიის ავტოსალონში გამოფენილია ნისანისა და ინფინიტის მოდელების მთელი სპექტრი. ნისანის სერვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. კომპანიაში შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000 კმ, რომელიც პირველი შესრულდება. დაარსებიდან დღემდე „ჯეო ავტო“-მ მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა. კომპანია მუდმივად ვითარდება და მომავალშიც ბევრ ინოვაციურ სიახლეს პირდება ავტომოყვარულებს.

მისამართი: საქართველო, თბილისი 0131, დ. აღმაშენებლის ხეივანი, #4-ის მიმდებარედ

ტელ.: (+995 32) 254 10 10; 254 10 01

იმეილი: marketing@nissan.com.ge

www.nissan.com.ge

www.facebook.com/NissanGeorgia

(R)