”საქართველო მუშაობს, რომ 2015 წლის ბოლოდან შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს”

საქართველო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ 2015 წლის ბოლოდან 2016 წლის დასაწყისში ამოქმედდეს უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შედგება ორი ფაზისგან, რომლიდანაც პირველი დასრულებულია და საქართველო გადადის შემდეგ ფაზაზე.

"პირველი ფაზა არის საკანონმდებლო, ხოლო მეორე არის იმპლემენტაციის და ეს პროცესი დაწყებულია. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2015 წლის რიგის სამიტზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, უკვე გვეცოდინება თარიღი, თუ როდის ამოქმედდება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან. ჩვენი სურვილია და ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.