ნენსკრა ჰესის პროექტი ახალგაზრდებს სტაჟირების გავლას შესთავაზებს

ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლას შეს­თა­ვა­ზებს.

სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და „თე­მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახალ­გაზ­რდებს კონ­კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ სტა­ჟი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ის სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტში, კერ­ძოდ, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შრო­მის ბა­ზარ­ზე მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნა ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 2017 წლი­დან ვმუ­შა­ობთ, კერ­ძოდ, ვთა­ვა­ზობთ ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­გლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის კურ­სებს, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მძი­მე ტექ­ნი­კის ოპე­რა­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ არა­ერთ პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინგს და­ვა­მა­ტებთ. სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა, ერ­თის მხრივ, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ახალ­გაზ­რდებს, შე­ი­ძი­ნონ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში მათ კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, უზ­რუნ­ველ­ჰყოფს მათ ჩარ­თუ­ლო­ბას კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რაც უფრო გა­აღ­რმა­ვებს დი­ა­ლოგს ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექტსა და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის“, - აცხა­დებს სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცე­რი ირი­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი.