სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.

უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.