Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში - „აიპლიუსი“ მომხმარებლებს “ჰელოუინის” აღსანიშნავად ფასდაკლების აქციებს სთავაზობს.
„აიპლიუსის” ცნობით, ამერიკულ დღესასწაულთან დაკავშირებით “აიპლიუსის” მაღაზიები, დღესასწაულის თემატიკით მოირთო.
31 ოქტომბრის ჩათვლით, iPhone-ის შეძენისას მომხმარებლები აიპლიუსის ვაუჩერს მიიღებენ, რომლის გამოყენება აქსესუარების, ან პროგრამული მომსახურების მისაღებად შეუძლიათ.
გარდა ამისა, როგორც „აიპლიუსში“ აცხადებენ, 50%-იანი ფასდაკლებებია iPhone-ის და Samsung-ის ჩასადებებსა და ეკრანის დამცავებზე, ხვალ დღის ბოლომდე, 50% დაკლდება iPhone-ის ეკრანზე შუშის შეცვლას.
„აიპლიუსი” ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი, კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობამ გასულ წელს მილიონს გადააჭარბა.