Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა “აიპლიუსმა” სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში”, ახალი, ექსპრეს-ფილიალის გახსნა.
„აიპლიუსის“ ცნობით, „აიპლიუსის“ ექსპრეს-ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ ქარვასლას ფილიალში, 20 ოქტომბრის ჩათვლით, იქნება შემდეგი ფასდაკლებები: iPhone-ის უსადენო დამტენი, Wireless Charger ფასდაკლებით, 14 ლარად გაიყიდება; iPhone-ის დამტენი თავი და კაბელი ერთად 15 ლარი ეღირება; AirPods 2-ის შეძენა, 599 ლარის ნაცვლად 499 ლარად იქნება შესაძლებელი; ეკრანის დამცავებსა და ჩასადებებზე 50%-მდე ფასდაკლებები ცხადდება.
„სპეციალური შეთავზებები გვაქვს iPhone-ზე მყიდველებისთვის - iPhone 7-ის, iPhone 8-ის, iPhone XR-ის, iPhone XS-ის, iPhone 11-ის, ან iPhone 11 Pro-ს შეძენისას მომხმარებელი მიიღებს 50 ლარიან “ქეშბექს”, ხოლო iPhone 7 Plus-ის, iPhone 8 Plus-ის, iPhone XS Max-ის, ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას 100 ლარიანი “ქეშბექით” ისარგებლებს.
დადიანის 7 ნომერში მდებარე, სავაჭრო ცენტრის 1-ელ სართულზე, განთავსებულ ექსპრეს ფილიალში, Apple-ისა და SAMSUNG-ის ტექნიკასთან ერთად, აქსესუარები და კაბელები გაიყიდება, მომხმარებელს პროგრამული მომსახურების მიღება შეეძლება.
“ექსპრეს ფილიალის მიზანია მომხმარებლის დროის დაზოგვა, სერვისების უფრო მარტივად მიღება. ქარვასლას ექსპრეს-ფილიალის პრივილეგია გამართული პარკინიგის სისტემაა”, - აცხადებენ აიპლიუსში.
აიპლიუსი ქართულ აბზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი, ამჟამად კომპანია ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის დიდ ქალაქებში 7 ფილიალს ფლობს“, - ნათქვამია „აიპლიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.