საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში მოსახლეობის 50%-მდეა დასაქმებული, თუმცა სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს მხოლოდ 7,7%-ს შეადგენდა.
რატომ ვერ ახერხებს აგროსფეროში დასაქმებული მოსახლეობა მშპ-ში სექტორის წილის ზრდას?
გადავწყვიტეთ, ეს არა რომელიმე ეკონომისტის, არამედ ფერმერის გადმოსახედიდან გაგვერკვია.
ზურაბ მასურაშვილი ფერმერია, რომლის მეურნეობა დაკომპლექტებულია ჰოლშტეინისა და შვიც -ბრაუნის მაღალპროდუქტიული პირუტყვით. ის აწარმოებს ნედლ რძეს. ფერმერს პრინციპული ინტერესი აქვს, ბიზნესზე ორიენტირებული იყოს და მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ცდილობს, გამოწვევებს გაუმკლავდეს და არსებული მეურნეობა ეტაპობრივად გაზარდოს, რათა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ფერმერი ამბობს, რომ წარმოების ზრის სურვილი ერთია, თუმცა „დღევანდელი რძის მწარმოებელი ფერმერის უდიდესი პრობლემაა არაჯანსაღი ბაზარი, რომელიც გაჯერებულია იმპორტირებული რძის ფხვნილით“.
„ვერ ვუწევთ კონკურენციას ჩვენს მიერ წარმოებული ნატურალური რძით. ამ ყოველივეს დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, შედეგად კი ფერმერს ყველაფერი გაუძვირდა. ნაწარმი პროდუქტი (რძე) კი ისევ ძველ ფასებს ებღაუჭება...ეს ყოველივე კი პრობლემურია ჩვენი საქმიანობისთვის“, - განმარტავს ის.
ფერმერის თქმით, სურს, რომ თავისი ბიზნესი მსხვილ წარმოებად გადააქციოს (მცირე და საშუალო საწარმოები არის საწინდარი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ი გაიზარდება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა კი, რომლებიც მხოლოდ თვითგამოკვებაზე ზრუნავენ, შემცირდება). სწორეს ამიტომ, ცდილობს, ჩაერთოს ისეთი აქტივობებში, რომელიც შესაბამისი ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს და ნატურალური რძის პროდუქტების წარმოებით მეტ მოგებას მიიღებს როგორც თავად, ისე ქვეყანა.
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო „საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ქართველი ფერმერების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება. მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა Sommet DE L’avage საფრანგეთში ჩატარდა. აღიარებულია, რომ ღონისძიება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ფერმერებმა მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში არსებულ მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები პროდუქტების, ასევე ტექნოლოგიებისა და კვლევების მიმართულებით.
მსგავს გამოფენებზე ქართველი ფერმერების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების დასამყარებლად, პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად.
ზურაბ მასურიშვილმა განგვიმარტა, რომ გამოფენაზე დასწრება უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა ფერმერებისთვისაც, რადგან ეს ეთგვარ სტიმულს წარმოადგენს.
„ასეთი მასშტაბური ღონისძიება ყოველთვის გამოიტანს შედეგს. გამოფენაზე გავიცანი კოლეგები, ვნახე სხვა ფერმების მიერ წარმოდგენილი პირუტყვი. საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოდგენილი და ნაწარმოები პროდუქცია. გამოფენიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარება კიდევ უფრო განვავითარო მეცხოველეობა და ვაწარმოო მაღალი ხარისხის პროდუქტი“, - აღნიშნა მან.
ღონისძიების ფარგლებში ქართველ ფერმერებს ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარება.
„საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესს მხარი დაუჭირონ, რათა მათ სტანდარტებისა და ხარისხის გაუმჯობესება შეძლონ.
„ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ფერმერებს, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, რძისა და ხორცის სექტორებში არსებული თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკი ყოველთვის ცდილობს ბიზნესებს დაეხმაროს არამხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ მის შემდგომ განვითარების პროცესში, რისი შემადგენელი ნაწილიცაა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა“, - აღნიშნეს ბანკში.
რაც შეეხება გამოფენა Sommet DE L’avage-ს, ის მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. გამოფენა გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ აგროკლიმატურ ზონებში რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. მეცხოველეობისა და გენეტიკის სფეროში წარმოადგენს ფრანგულ ნოუ-ჰაუს. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 000- მდე მსხვილფეხა ცხოველი, 180 000 მ2 ფართობზე მოწყობილი იყო განსაკუთრებული ჯიშების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო კომპანია.
1. რატომ გადაწყვიტეთ გამოფენაზე ფერმერების დასწრების უზრუნველყოფა, რა შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ეს? რამდენად ჩართულია "საქართველოს ბანკი" ფერმერული საქმიანობის მსხვილ ბიზნესად ქცევის ხელშეწყობაში და როგორ?
საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეცხოველეობის მიმართულების შემდგომ განვითარებაში,სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის ზრდაში. ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ფერმერებს, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, რძისა და ხორცის სექტორებში არსებული თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკი ყოველთვის ცდილობს ბიზნესებს დაეხმაროს არამხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ მის შემდგომ განვითარების პროცესში, რისი შემადგენელი ნაწილიცაა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა.
2. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოიღებს აღნიშნული ძალისხმევა შედეგს?
საერთაშორიო ღონისძიებებში ქართველი ფერმერების მონაწილეობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში არსებულ მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები პროდუქტების, ასევე ტექნოლოგიებისა და კვლევების მიმართულებით. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ Sommet DE L’avage არის მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო კომპანია. ვფიქრობთ, ეს ძალისხმევა ნამდვილად შედეგიანი იქნება.
ფერმერისთვის: ზურაბ მასურაშვილი- ფერმერი
1. დეტალურად გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. ასევე, რამდენად მომგებიანია ის და როგორ ცდილობთ ფერმერული საქმიანობის გამსხვილებას მოგების ზრდის მიზნით?
ჩემი არსებული მეურნეობა დაკომპლექტებულია,ჰოლშტეინისა და შვიც -ბრაუნის მაღალპროდუქტიული პირუტყვით, ვაწარმოებ ნედლ რძეს. პრინციპული ინტერესია ვიყო ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ვცდილობ გავუმკლავდე გამოწვევებს და ეტაპობრივად გავზარდო არსებული მეურნეობა.
2. რა პრობლემებს აწყდებით ამ პროცესში?
დღევანდელი რძის მწარმოებელი ფერმერის უდიდესი პრობლემაა არაჯანსაღი ბაზარი,რომელიც გაჯერებულია იმპორტირებული რძის ფხვნილით, რომელსაც ვერ ვუწევთ კონკურენციას ჩვენს მიერ წარმოებული ნატურალური რძით. ამ ყოველივეს დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, შედეგად კი ფერმერს ყველაფერი გაუძვირდა. ნაწარმი პროდუქტი (რძე) კი ისევ ძველ ფასებს ებღაუჭება...ეს ყოველივე კი პრობლემურია ჩვენი საქმიანობისთვის.
3. კონკრეტულად, ამ გამოფენაზე დასწრება თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო?
გამოფენაზე დასწრება უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის არამედ სხვა ფერმერებისთვისაც, ეს ხომ სტიმულია ჩვენი საქმიანობისთვის. ასევე, შესაძლებლობა, რათა მივიღოთ ინფორმაცია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე. ასევე, გავიცნოთ პოტენციური პარტნიორები და მოვიზიდოთ ინვესტიციები.
4. რაში დაგეხმარათ გამოფენა, შეიძინეთ თუ არა ახალი კონტაქტები, დამატებითი ცოდნა?როგორ გამოიყენებთ ამ გამოცდილებას თქვენს საქმიანობაში?
ასეთი მასშტაბური ღონისძიება ყოველთვის გამოიტანს შედეგს. გამოფენაზე გავიცანი კოლეგები, ვნახე სხვა ფერმების მიერ წარმოდგენილი პირუტყვი. საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოდგენილი და ნაწარმოები პროდუქცია. გამოფენიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარება კიდევ უფრო განვავითარო მეცხოველეობა და ვაწარმოო მაღალი ხარისხის პროდუქტი.
(R)