თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ვერ შეძლებთ იყოთ წარმატებული, ან იმდენად ამბიციურად მოგჩვენებიათ საკუთარი სურვილები, რომ მათი ასრულება არც კი გიცდიათ, მაშინ დროა, საკუთარი პოტენციალი სწორად შეაფასოთ. ამასთან, გაიაზროთ, რომ საზოგადოებაში არსებულმა სტერეოტიპებმა და დოგმებმა თქვენს მიზანდასახულობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
კითხვებზე, როგორც გადავლახოთ დაბრკოლებები და მივაღწიოთ სასურველ მიზანს, პასუხის გაცემა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც არაერთი სირთულის მიუხედავად, დღეს საკუთარ საქმეში წარმატებულია.
თუ გსურთ, რომ ამ ადამიანების ისტორიები პირადად მოისმინოთ და შესაბამისი რჩევებიც მიიღოთ, „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება სახელწოდებით „გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ“, სწორედ თქვენთვისაა.
ისტორიები, რომლებსაც ღონისძიების დროს მოისმენთ, დაგარწმუნებთ, რომ თქვენი შიშები უსაფუძვლოა, ნახავთ, რომ წარმატების გზა სწორხაზოვანი სულაც არ არის.
სპიკერები, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერები გახდნენ, გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მოგიყვებიან იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც გადალახეს, მიაღწიეს წარმატებას და გახდნენ #GIRLBOSS-ები.
ივენთის სპიკერები იქნებიან: შოკო ჩაჩუა - ვინტაჟური/მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორისა“ და “რაბაზარიას“ თანადამფუძნებელია; ქეთა ბაღაშვილი - Beauty Lab-ის დამფუძნებელი, „ჯიტას“ გრანტის მფლობელი, Forbes Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი; ნანა ბაგალიშვილი - „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელია და ირინე ჭოჭუა - Coaching Lab-ის დამფუძნებელი, სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ახალი წიგნების - რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაოსა“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #Girlboss-ის“ წარდგენა.
პროექტის მენეჯერი თათია ტურაშვილი - „ბოლო პერიოდში „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ვმუშაობდით ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ესენია: სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #Girlboss“ და რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“. ორივე წიგნი მსოფლიო ბესტსელერია და უამრავ ენაზეა ნათარგმნი. ქართულად კი, ნოემბრის შუა რიცხვებში გამოვა. სწორედ ამ წიგნების გამოცემასთან დაკავშირებით გვინდოდა, უფრო აქტუალური გაგვეხადა ის თემა, რომელსაც წიგნებიც ეხება. შესაბამისად წინ წამოვწიეთ გამორჩეული, ბიზნესში ჩართული ქართველი ქალების ისტორიები.
მაგალითად, წიგნში „როგორ გავხდი #Girlboss“ სოფია ამორუზო ყვება, თუ როგორ შექმნა თავისი კომპანია NASTY GAL, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია მოდის ინდუსტრიაში. ამ ამბავს ძალიან ჰგავს ჩვენი ერთ-ერთი სპიკერის შოკოს ბიზნესიც, ეს არის ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია. გარდა ამისა, ჩვენი სპიკერები იქნებიან Beauty Lab-ის დამფუძნებელი ქეთა ბაღაშილი, ასევე, ნანა ბაგალიშვილი, რომელიც წნორში ქმნის საგანმანათლებლო სივრცეს - „ცოდნის კაფეს“ და ირინე ჭოჭუა, რომელმაც დაფუძნა Coaching Lab-ი, ის ერთ-ერთი გამორჩეული NLP პრაქტიკოსია. სპიკერები მოყვებიან თუ როგორ დაიწყეს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა, რა დაბრკოლებებს წააწყდნენ, როგორ გადალახეს და როგორ მუშაობენ ახლა. რაც მთვარია, ისინი გაუზიარებენ პიროვნულ, თუ ემოციურ გამოცდილებას და ამასთან პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ მსმენელებს.“
კითხვაზე, ღონისძიება #Girlboss ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო? - თათია ტურაშვილი ამბობეს, რომ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის.
„ივენთი საინტერესო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თავადაც სურს რაიმე ბიზნესის დაწყებას და უნდა, რომ გაიცნოს ადამიანები, ვინც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ უყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, სხვადასხვა გამოცდილების მოსმენა და აინტერესებს წარმატების ისტორიები“, - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი, Facebook ჯგუფის - Beauty Lab დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი ამბობს, ნებისმიერი საქმის კეთებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, ამასთან, უკვე შექმნეს რაღაც და შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ, გაჩვენონ, თუ როგორ გადალახეს სირთულეები.
„საქართველოშიც ზუსტად ეს ბარიერებია წარმატების მისაღწევად, როცა ქალი ხარ. ძალიან ცოტა მაგალითი გვყავს, პატარა გოგონებს, ვისი ისტორიაც შეიძლება რელევანტური და შემდეგ ინსპირაციული იყოს ჩვენთვის. ვიღაცის ისტორიამ უნდა შეგვძრას, რომ ჩვენში გააღვიძოს მებრძოლი, რომელიც იტყვის, რომ მასაც შეუძლია ამის გაკეთება.
ბარიერებში ხშირად მოიაზრებენ ხოლმე იმასაც, რომ გოგონებისათვის ბიზნესში წარმატების მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე ბიჭებისთვის. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად კიდევ უამრავ აბსურდულ არგუმენტსაც მოიყვანენ-ხოლმე, თუმცა ჩემთვის ეს არც ბარიერი, არც დაბრკოლება და არც პრობლემა არასდროს ყოფილა, რადგან მარტივად - უბრალოდ არ ვიზიარებდი ასეთ შეხედულებას“, - ამბობს ქეთა ბაღაშვილი.
ირინა ჭოჭუა Coaching Lab-ის დააფუძნებელი - „ღონისძიებაზე პრეზენტაციის თემას დავარქვი „შენი უკეთესი ვერსია“. მთავარი მესიჯი იქნება იმის ჩვენება თუ ადამიანს და ამ შემთხვევაში, ქალს ბიზნესის დასაწყებად რა უნარები სჭირდება, როგორ უნდა იმუშაოს მიზნების ჩამოყალიბებაზე სტრეს ფაქტორების გათვალისწინებით, რადგან მოუწევს შიშთან და წინააღმდეგობასთან ერთად საქმიანობა.
ეს იქნება ჩემი პირველი პირიდან მოთხრობილი ისტორია, მე როგორ გავიარე ეს გზა და როგორ ვიმუშავე საკუთარ თავზე იმისათვის, რომ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა და ჩემი მიზნისთვის მიმეღწია“.
აღნიშნულ ღონისძიება სასტუმრო „მოქსში“ 14 ნოემბერს, 19:00 საათზე ჩატარდება. როგორც სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის კოორდინატორი ქეთევან შუბლაძე აღნიშნავს, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მომავალი თაობის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„სასტუმრო „მოქსი“ თბილისი მოხარულია და ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მომავალი თაობა, მათი განვითარება და წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა თაობამ აუცილებლად უნდა დაინახოს, რომ შეუძლებელი არაფერია, მთვარია მონდომება და დასახული მიზნის მისაღწევად საკუთარი ინვესტიციების სწორად ჩადება. იყო წარმატებული, ნიშნავს, მუდმივად ზრუნავდე შენი თავის განვითარებაზე, არასოდეს გაჩერდე, არასოდეს გეცოდებოდეს თავი იმის გამო, რომ საჭიროზე მეტი გააკეთე, ცდილობდე ყოველთვის იყო სიახლეებისა და მოვლენების ეპიცენტრში. „მოქსი“ მხარს უჭერს მსგავსი ტიპის საინტერესო წამოწყებებს და ყოველთვის მზად იქნება უმასპინძლოს მათ“, - აღნიშნა ქეთევან შუბლაძემ.
ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეტების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე: https://tkt.ge/Event/212833/gons-moege-dao-gza-liderobisken