Saudi Aramco-ს აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) საუდის არაბეთის საფონდო ბირჟა Tadawul-ზე მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ ჯერზე დაგეგმილია კომპანიის აქციების ნაწილის გატანა. აქციების საბოლოო ფასი და მოცულობა კი გამოცხადდება ინვესტორების მიერ განაცხადის გაკეთების ე.წ. ბუქბილდინგის შემდეგ.
აღსანიშნავია, კომპანიის სუფთა მოგებამ 2019 წლის პირველ 9 თვეში 68 მილიარდი დოლარი შეადგინა, შემოსავლებმა 244 მილიარდი დოლარი, თავისუფალი ფულადი ნაკადის მოცულობამ კი 59 მილიარდი დოლარი.
როგორც ცნობილია, რომ საუდის არაბეთის ბაზრების მარეგულირებელმა ორგანომ თანხმობა მსიცა კომპანიას დაიწყოს IPO. ტელეკომპანია Al Arabiya-ს ინფორმაციით, ფასის განსაზღვრის პროცესი 17 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება. წინასწარი ვარაუდით, აქციების განთავსება 4 დეკემბერსვე მოხდება.