3 ამერიკული ავიაკომპანია MAX-ით Boeing-ის იმიჯის გამოსასწორებლად  დემონსტრაციულ ფრენებს განახორციელებს

ამერიკული საავიაციო კომპანიები Southwest Airlines, United Airlines და American Airlines ამუშავებენ გეგმას, განახორციელონ სადემონსტრაციო გაფრენები მოდერნიზებული Boeing 737 MAX-ით კომპანია Boeing-ისგან და ფედერალური საავიაციო სამმართველოსგან დამოუკიდებლად, მანამ სანამ ამ თვითმფრინავების განახლება არ მოხდება. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი მონაცემებით, საუბარია ერთგვარ პიარ-აქციაზე, რომელიც მიმართულია კლიენტებში და მგზავრებში 737 MAX-ისადმი ნდობის აღდგენაზე მას შემდეგ, რაც მოხდა მისი სისტემისა და მანევრირების მახასიათებლების გაუმჯობესება. ზემოთნახსენები სამი ავიაკომპანია გეგმავს რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაატაროს ცდები ჰაერში ისე რომ, ბორტზე იქნებიან ეკიპაჟის წევრები, პილოტები, კომპანიების ხელმძღვანელები, დამკვეთები და ჟურნალისტები. მათი აზრით, აღნიშნული აქცია დაარწმუნებს მგზავრებს ამ თვითმფრინავების სანდოობაში.

საჩვენებელი ფრენების განხორციელება 2020 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება.

როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია შეწყდა, მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის 10 მარტს ავიაკატასტროფა განიცადა Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა, რომლის შედეგად დაიღუპა 159 მგზავრი. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ინდონეზიურმა Lion Air-ის კუთვნილმა MAX-მა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე შემთხვევაში კომპანიამ აღიარა, რომ ამის მიზიეზი იყო მანევრირების გაუმჯობესების სისტემის (Maneuvering Characteristics Augmentation System, MCAS) მწყობრიდან გამოსვლა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აღიშნული ავიალაინერებით ფრენების განხორციელება შეწყდა.

კოკა კვირკველია