მეტროში მგზავრთნაკადი 10%-ით, ავტობუსებში 3%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი მგზავრობს საზტრანსპორტით

ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის მატების საკითხი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის მიზეზი გახდა.

ეს ძირითადად შეეხება მეტროსა და ავტობუსებს, სადაც ადამიანები ან დროულად ვერ ახერხებენ სასურველ ტრანსპორტში ასვლას და მგზავრობას, ან ამისთვისაც „ადამიანთა საცობში“ უწევთ ყოფნა.

აღნიშნულს, დედაქალაქის მერიაშიც გამოეხმაურნენ და თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა“. მისივე თქმით, მეტრო მგზავრთნაკადის გადაყვანას შეუფერხებლად ახორციელებს და პრობლემა მხოლოდ პიკის საათებში ფიქსირდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის მატებაზე შესაბამისი სტატისტიკაც მეტყველებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო, 2018 წლის მონაცემებით მგზავრთა რაოდენობა მეტროში უფრო გაზრდილია ვიდრე ავტობუსებში.

კერძოდ, 2018 წელს წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 10%ით არის გაზრდილი. თუ 2018 წელს მგზავრთა რაოდენობა 125 705 965 ადამიანი იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 113 819 401 იყო. რაც შეეხება ავტობუსებში იგივე მაჩვენებელს, 218 წელს მგზავრთა რაოდენობა 131 957 605 კაცს, 2017 წელს კი 128 452 979 კაცს შეადგენდა. ცვლილება კი 3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს სხვა წლებში შეგიძლიათ ცხრილის სახით იხილოთ:

თაია არდოტელი