გერმანიის მთავრობა ელექტრომანქანების შესყიდვაზე სუბსიდიებს ზრდის

გერმანიის მთავრობა და საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ერთობლივ სუბსიდირებას ელექტრო მანქანების მყიდველთათვის. პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდება.

ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საავტომობილო გიგანტმა, „ვოლკსვაგენმა“ სრულიად ელექტრო მანქანების წარმოების დაწყება დაანონსა.

შეთანხმების თანახმად, სუბსიდია ელექტრონული მანქანებისთვის, რომელთა ღირებულებაც 40,000 ევროზე ნაკლებია, 4000-იდან 6 000 ევრომდე იზრდება, ხოლო ის მომხმარებლები, რომლებიც ჰიბრიდულ მანქანებს შეიძენენ, 4,500 ევროის სუბსიდიას მიიღებენ. მანამდე, ეს თანხა აღნიშნული მანქანებისთვის 3,000 ევროს შეადგენდა.

რაც შეეხება ელექტრონულ მანქანებს, რომელთა ღირებულებაც 40,000 ევროს აღემატება, სუბსიდია ამ შემთხვევაში 25%-ით იზრდება, ხოლო თუ მანქანის ღირებულება 60,000 ევროს აღემატება, ის ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით.

როგორც ცნობილია, საავტომობილო ინდუსტრია და მთავრობა თანაბრად გაიყოფს სუბსიდიების ღირებულებას.

ამასთან, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისის ცნობით, მთავრობა ელექტრო მანქანებისთვის დამტენების მონტაჟს 3,5 მილიარდი ევროთი ზრდის, რომლის მიზანიც 2022 წლამდე 50 000 დამტენის დამონტაჟებაა.

შეგახსენებთ, „ვოლკსვაგენი“ ელექტრონული მანქანების მასობრივ წარმოებას იწყებს. 2021 წლიდან, კომპანია გეგმავს, ზვისქუს ქალაქში მდებარე საწარმო, სრულად გადავიდეს ელექტრო მანქანების წარმოებაზე.

ავტორი: ნუკი კეკელია