"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მონაცემებით, 2018 წელს თბილისის მერიაში თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით IDFI ანგარიშს აქვეყნებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2018 წელს 461 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 171 ათასი ლარით შემცირდა.
„"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) წლებია აკვირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებისა და ბიუროკრატიული ხარჯების პოლიტიკას. მაგალითად, 2017 წელს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა - თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები 2011 - 2016, სადაც მიმოხილული იყო 6 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებში მერიასა და საკრებულოში საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების დინამიკა. ასევე შესწავლილ იქნა, მუნიციპალიტეტში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკა, ავტოპარკის განკარგვისა და წარმომადგენლობითი ხარჯების პრაქტიკა.
წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა 2017 და 2018 წლების მონაცემები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა ასევე, ფარავს ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა მივლინებების, საწვავის მოხმარების და სარეკლამო ხარჯებს. კვლევა ეფუძნება ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში არასრული ინფორმაციის მიღების გამო, გარკვეული მონაცემების დამუშავება და შედარება ვერ მოხერხდა.
აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები: