ბანკების ანგარიშზე 193,3 მლნ ლარის დასაკუთრებული ქონება ირიცხება

2019 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 193 333 596 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:

  • საქართველოს ბანკი – 83 812 102 ლარი
  • თიბისი ბანკი – 59 748 661 ლარი
  • ქართუ ბანკი – 24 352 452 ლარი
  • ბაზის ბანკი – 12 735 419 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 9 114 928 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობებს, ასე გამოიყურება:

სილქ როუდ ბანკი – 648 509 ლარი, კრედო ბანკი – 316 540 ლარი, ფინკა ბანკი საქართველო – 225 639 ლარი, ხალიკ ბანკი საქართველო – 532 487 ლარი, ტერაბანკი – 1 639 652 ლარი, ლიბერთი ბანკი – 54 770 ლარი, ზირაათ ბანკი საქართველო – 95 753 ლარი, პროკრედით ბანკი – 56 684 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“ და „პაშა ბანკი საქართველოსა“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.

2019 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური