მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, ერთგვარად მაღალი კურსის გავლენის შედეგია, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვის.
„საქართველოს ეკონომიკა არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ამიტომ რეგიონში არსებული პროცესები, ამ ყველაფერზე ახდენს გავლენას. დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და იმ მოქალაქეების მსყიდველობით უნარზე, რომლებსაც შემოსავალი აქვთ ლარში და ვალდებულებები გააჩნიათ დოლარში,“ - განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით, მთავარია საინვესტიციო ნაკადების მოსაზიდად გააქტიურება.
„ჩვენ არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი ეკონომიკა ისე, რომ ეს იყოს გადამწონავი იმ უპირატესობების, რომელიც გაგვაჩნია: დაბალი გადასახადები, მაღალი უსაფრთოხება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ გამორჩეულები. საინვესტიციო აქტივობების გაზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რამაც გარკვეულ პერიოდში უნდა მოგვცეს კურსის უფრო მიზანშეწონილი მაჩვენებლი,“ - განაცხადა ლექვინაძემ.