პირველი ანტისაზვავე სისტემის მონტაჟი წელს გუდაურში დაიწყება

საქართველოში პირველი ანტისაზვავე სისტემის მონტაჟი წელს გუდაურში დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ განუცხადა, ანტისაზვავე სისტემის პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარია, მისი მონტაჟი წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

„გუდაურში აბსოლუტურად ახალ ანტისაზვავე სისტემას ვაყენებთ. ესაა ევროპული სტანდარტების 21 მილიონიანი პროექტი. მშენებლობა გაგრძელდება ერთ წელი და მომავალ წელს დასრულდება. პროექტში შვეიცარელი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი. ამჟამად ჩამოსულები არიან ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც ზამთარს საქართველოში გაატარებენ და ყველა რისკს შეისწავლიან და შესაბამის ანგარიშს მოამზადებენ”, - აცხადებს გამცემლიძე.