ხვალიდან თბილისის მოსახლეობას 30 ახალი ავტობუსი მოემსახურება

ხვალიდან თბილისის მოსახლეობას 30 ერთეული ახალი ავტობუსი მოემსახურება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავტობუსების ახალი ნაკადის პრეზენტაციისას განაცხადა, 30 ავტობუსი თბილისის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება.

„ჩვენ წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით ავტობუსების დამატებით რაოდენობას. რა თქმა უნდა, მოსახლეობას მაგასაც წარვუდგენთ. ინფორმაცია ყოველთვის გექნებათ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ქალაქის მაჯისცემაზე გექნებათ ხელი დადებული. ყველა იმ პროექტზე მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც ქალაქში ხორციელდება. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვეცდებით მოგაწოდით სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ, რა პროექტი ხორციელდება, რა რეფორმებს გავატარებთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება დედაქალაქში იყოს მოწესრიგებული. მადლობა ყველას და ეს ლამაზი ავტობუსები მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.