ფეისბუქს ახალი ლოგო აქვს, რათა მისი სხვა ბრენდებისგან დიფერენცირება მოხდეს

მეტი გამჭვირვალეობის დაპირებების შემდეგ, Facebook- ს ახალი ფერადი ლოგო აქვს.

„სიენენის“ ცნობით, ფაქტი ადატურებს იმ ცვლილებებს, რომელიც კომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებში მიმდინარეობს.

ლოგო, რომელიც გამოსახულია სიტყვა Facebook-ით, არის წარმოდგენილი დიდი ასოებით , ახალი შრიფტით და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ფერს სხვადასხვა აპლიკაციებისთვის. მაგალითად ლურჯი- Facebook-ისთვის, მწვანე და მეწამური - WhatsApp -ისთვის და წითელი და ნარინჯისფერი - Instagram-ისთვის.

ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს კომპანიის ძალისხმევას, რომ უფრო მკაფიო გახდეს მომმარებლისვის მის მიერ გამოყენებული აპლიკაციების შესახებ. ბოლოდროინდელი გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელების მხოლოდ 29%-მა იცის, რომ Facebook-o ფლობს ისეთ კომპანიებს როგორიცაა WhatsApp-ი და Instagram-ი.

კომპანია ახალი ლოგოს გამოყენებას საკუთარ პროდუქტებსა და მარკეტინგულ მასალებზე უახლოეს კვირებში გეგმავს.

მოამზადა ნუკა კეკელიამ