„ფრიდომ ჰაუსი“ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ინტერნეტ გარემო შეფასებულია როგორც „თავისუფალი“.
„მთლიანობაში, საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელიც იძლევა გარანტიებს ინტერნეტთან თავისუფალი წვდომისთვის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მიმართულებით ინტერნეტის თავისუფლებას გარკვეული საფრთხეები დაემუქრა. ინტერნეტთან წვდომა გაიზარდა, თუმცა არა მნიშვნელოვნად“, - ნათქვამია ანგარიშში.
„ფრიდომ ჰაუსი“ ერთ-ერთ საფრთხედ ასევე ასახელებს მთავრობასთან აფილირებული „ტროლების“ და მომხმარებლების გააქტიურებას განსაკუთრებით 2018 წლის საპროტესტო აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით, პირველ ადგილს ისლანდია იკავებს. საქართველო რეიტინგში 75 ქულით, მეათე ადგილზეა.