საფრანგეთი 2020 წლიდან დასაქმების მსურველი მიგრანტების მიღებაზე კვოტებს დააწესებს

საფრანგეთი 2020 წლიდან დასაქმების მსურველი მიგრანტების მიღებაზე კვოტების შემოღებას აპირებს. ამ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

საფრაგეთის შრომის მინისტრის, მურიელ პენიკოს განცხადებით, კვოტების სისტემა 2020 წლის ზაფხულიდან ეროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალური დასაქმების საშუალებას მისცემს.

მისი თქმით, ახლა საფრანგეთში იმ სამუშაოების სიის შედგენაზე მუშაობენ, სადაც ის პროფესიები იქნება ჩამოთვლილი, რომლებზეც აჟამად საფრანგეთში მოთხოვნაა.

„ჩვენი უპირველესი მიზანია, საფრანგეთის მოქალაქეები შრომის ბაზარზე დავაბრუნოთ, ამის შემდეგ კი ჩვენ დავეხმარებით მიგრანტებს და მათ დასაქმების საშუალებას მივცემთ. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალების მისაღებად იმ სფეროებში, რომლებიც ამჟამად კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის“- აცხადებს პენიკო.

ბექა ბერიაშვილი