ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო პროფესიული უნარების ტრანსნაციონალურ კონკურსს სამ პროფესიულ უნარში უმასპინძლებს

ხვალ მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო პროფესიული უნარების ტრანსნაციონალურ კონკურსს სამ პროფესიულ უნარში: ლანდშაფტის დიზაინში, ყველის ამოყვანასა და საკონდიტრო საქმეშიუმასპინძლებს.

კონკურსში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ ფარგლებში იმართება, მონაწილეობას ახალგაზრდები სომხეთიდან და საქართველოდან მიიღებენ,

ღონისძებას განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ევროკავშირისა და ვორდ ვიჟების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროფესიული უნარების ტრანსნაციონალური კონკურსი ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. კონკურსის პარალელურად კი მოხდება პროფესიული უნარების მოსინჯვა, რომელშიც ახალგაზრდობასთან ერთად სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ ხორციელდება “World Vision”-ის საქართველოსა და სომხეთის ოფისებთან თანამშრომლობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ასოციაციის „ანიკა“, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი კომპანიების მონაწილეობით.

პროექტის მიზანია სოფლად მყოფი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ/სსსმ პირებისთვის, პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათი დასაქმების ხელშეწყობა, საქართველოსა და სომხეთს შორის ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის მხარდაჭერა.