ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი ინვესტორი ჯერჯერობით არ წარუდგენია.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონსორციუმთან კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა იმ ფორმატის შეხვედრა, რომელიც უკვე გაიმართა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, აღარ ჩატარებულა.
ცქიტიშვილმა ასევე კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებასაც უპასუხა, რომელიც ლევან ახვლედიანმა პარლამენტში გააკეთა და რომელიც 150- მილიონიანი ფონდის შექმნას ეხებოდა, რომელიც- 400 მილიონიანი სესხის გარანტიის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
„ამ საკითხზე არაერთხელ გვქონდა საუბარი და არაერთხელ ავხსენით, რომ სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.