ანრი ოხანაშვილი - თუ ვინმეს ბიუჯეტი საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული, ეს იყო წინა ხელისუფლება

თუკი ვინმეს ბიუჯეტი საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული, ეს იყო წინა ხელისუფლება, - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპონენტების კრიტიკას 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ზღვარგადასული ხარჯებით საზოგადოების ინტერესები ზიანდებიდა, ხოლო „ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას მათ საჭიროებებზე მორგებულ ბიუჯეტს სთავაზობს.

„სწორედ წინა ხელისუფლება იყო, რომელიც საზოგადოების ხარჯზე საკუთარ კომფორტზე ზრუნავდა. ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ხდება და ჩვენი ამოცანაა სწორედ საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი მივიღოთ და დავამტკიცოთ. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებით, იმ საჭიროებებით, გამოწვევებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს. აქედან გამომდინარე ეს ბიუჯეტი იქნება ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.