თურქეთი ელექტროენერგიის 46%-ს განახლებადი რესურსებიდან იღებს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, თურქეთში ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიის რესურსების წილი 46%-ს შეადგენს.

ამის შესახებ მინისტრმა თურქეთის ქარის ენერგიის მე-8 კონგრეზე განაცხადა, რომელიც თურქეთის ქარის ენერგიის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, იანვრიდან ოქტომბრამდე, ადგილობრივმა და განახლებადმა ენერგიის რესურსების წილმა ელექტროენერგიის წარმოებაში 64% შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

„ამ მონაცემებით, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, რომ მოკლევადიან პერიოდში ჩვენი ელექტროენერგიის ორი მესამედი წარმოგვექმნა ადგილობრივი და განახლებადი რესურსებიდან. ახლა ჩვენ ამ თანაფარდობის უფრო მეტად გაზრდას ვისახავთ მიზნად“,-განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ანკარამ მიზნად დაისახა შიდა, განახლებადი წყაროების წილის გაზრდა ეროვნულ ენერგეტიკის და სამთო პოლიტიკის სფეროში. ამის შესახებ თურქეთმა 2017 წლის აპრილში გამოცხადებულმა დოქტრინაში ჩაწერა, რომელშიც ასახულია ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი ელემენტები.

მოამზადა ნუკა კეკელიამ