ილონ მასკმა კალიფორნიაში ხეების დასარგავად 1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა

Tesla-ს თანამდამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა კალიფორნიაში ხეების დასარგავად 1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

ამით მასკი კამპანია #TeamTrees-ს შეუერთდა, რომელიც ბლოგერმა ჯიმი დონალდსონმა Youtube-ის მეშვეობით დაიწყო და კალიფორნიაში ხანძრების შედეგად დამწვარი ტერიტორიის ხელახალ განაშენიანებას ისახავს მიზნად.

კამპანიის მიზანს 2020 წლისთვის 20 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება წარმოადგენს. ის 29 ოქტომბერს დაიწყო და ამ დროისთვის შეგროვებული თანხა 6 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

დონალდსენმა ვიდეომიმართვების დროს დასახმარებლად მთელს მსოფლიოს მოუწოდა. „თქვენს მიერ გადმორიცხული თითოეული დოლარით კალიფორნიაში 1 ხე დაირგვება, რაც თანამედროვე მსოფლიოს ძალია სჭირდება.“-განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი პირველი მილიარდერია, რომელიც აღნიშნულ კამპანიას შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის შტატ კალიფორნიაში ხანძარი ოქტომბრის ბოლოს გაჩნდა, რის შედეგადაც 300 კვ.კმ. ტყის ფართობი დაიწვა. ხანძარმა ასობით სახლი გაანადგურა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

ბექა ბერიაშვილი