„ბილაინი“ მომხმარებლებს სთავაზობს ახალ სატარიფო ხაზს „ყველაფერი მაქსი“

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი „ბილაინი“, მომხმარებლებს სთავაზობს ახალ სატარიფო ხაზს „ყველაფერი მაქსი“ - განახლებული ტარიფებით, კიდევ უფრო მეტი მობილური ინტერნეტითა და წუთებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, „ყველაფერი მაქსი“ მომხმარებლების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ 4 პაკეტს მოიცავს:

ტარიფი „ყვითელი მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 2 ლ - ულიმიტო ზარები „ბილაინის“ ქსელში, 50 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 500 MB, 50 SMS;

ტარიფი „მწვანე მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 6 ლ - ულიმიტო ზარები „ბილაინის „ქსელში, 200 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 700 MB, 700 SMS;

ტარიფი „ლურჯი მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 10 ლ - ულიმიტო ზარები „ბილაინის“ ქსელში, 300 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 1,5 GB, ულიმიტო SMS;

ტარიფი „წითელი მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 25 ლ - ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან, 3 GB, ულიმიტო SMS.

„ბილაინი“ მომხმარებელს სთავაზობს სატარიფო გეგმებისა, ინტერნეტპაკეტებისა და სხვა პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, მორგებულს ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.