მიზეზები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 4 040 მოქალაქეს ეთქვა, ხოლო 2017 წელს - 2950-ს. როგორც მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული, ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი ყველაზე ხშირად ქვეყანაში ყოფნის მიზნის და გარემოებების დაუსაბუთებლობის გამო ეთქვათ. 2017 წლამდე კი უარის თქმის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს მოქმედი ვიზის ან ბინადრობის მოწმობის არქონა წარმოადგენდა.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, რის გამოც 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყანებში შესვლაზე უარი ეთქვათ, შემდეგია:

მოქმედი ვიზის ან ბინადრობის მოწმობის არქონა - 185 შემთხვევა;

მოქმედი სამგზავრო დოკუმენტების არქონა -235;

ყალბი ვიზა ან ბინადრობის მოწმობა -90;

ყალბი სამგზავრო დოკუმენტი - 15;

ქვეყანაში ყოფნის მიზნის და გარემოებების დაუსაბუთებლობა - 1,940;

6-თვიან პერიოდში 3-თვიანი ყოფნის ვადის ამოწურვა - 120;

არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა - 835;

აკრძალული აქვს ქვეყანაში შესვლა - 985.

ნინი ქეთელაური