უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, 2018 წელს საქართველოში უცხოეთის 6 051 მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაცემული სასწავლო ბინადრობის ნებართვების დიდი ნაწილი ინდოეთის, ერაყის და ნიგერიის მოქალაქეებზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ინდოეთის მოქალაქეებზე 4 486, ირანი მოქალაქეებზე 326, ნიგერიის-268, ეგვიპტე - 158, ხოლო ერაყის მოქალეებზე 78 სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაც, რაც, ძირითადად, ერთსაფეხურიან სამედიცინო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვების ზრდის გამო მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, 2018 წელს საქართველოში შრომითი ბინადრობის 7 173 ნებართვა გაიცა. მათი უდიდესი ნაწილი ირანის, ჩინეთის და თურქეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, 2018 წელს გაცემული ნებართვები შემდეგნაირად ნაწილდება: ირანი (2,449) ჩინეთი,(1,294),თურქეთი (1,190) ინდოეთი (402),რუსეთი(294), სხვა (1,544).