საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს წარმოჩენის მიზნით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ სტენდი, ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე - European Manufacturing Strategies Summit, არის წარმოდგენილი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, აღნიშნული ღონისძიება წარმოების სექტორში უმსხვილესია, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში წარმოების სექტორში მოღვაწე კომპანიებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიებას 150 ქვეყნიდან 300-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ესწრება.
სამიტის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა: Hirschmann Automotive, Datwyler, Leoni, Collins Aerospace და ა.შ.