სამხეთ აფრიკაში გზების დაგებისას პოლიეთილენის ბოთლების გამოყენება დაიწყეს

Shisalanga Construction-ი არის პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გზების დაგებისას პოლიეთილენის რძის ბოთლების გამოყენება დაიწყო.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასფალტის დაგებისას პოლიეთილენის ბოთლების გამოყენებას 2 მთავრი უპირატესობა აქვს: ისინი გარემოს ნარჩენებისგან ათავისუფლებენ და პოლიეთილენის დამატებით გზების ხარისხი უმჯობესდება.

კომპანიის პირველმა მცდელობამ წარმატებით ჩაიარა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კლიფდალეში მათ უკვე დაასრულეს გზის 400-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რა დროსაც 40 000 2-ლიტრიანი რძის ბოთლი გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ასფალტის დაგებისას ისინი პოლიეთილენის ბოთლებს 190 გრადუს ცელსიუსამდე აცხელებენ და სხვა მასალებს ურევენ. შედეგად ყოველი 1 ტონა ასფალტი შემადგენლობა დაახლოებით 120 პოლიეთილენის ბოთლს შეიცავს.

Shisalanga Construction-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარად დაგებული გზები უფრო მყარია და უფრო კარგად უძლებს ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურებს.

„შედეგი გასაოცარია, ჩვენმა ექსპერიმენტმა გაამართლა“-აცხადებს კომპანიის მთავარი მენეჯერი დენ კოკემორი.

აღსანიშნავია, რომ სამრეთ აფრიკის ამ მიღწევას ევროპაში ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი აცხადებენ, რომ პოლიეთილენის ბოთლების მაღალ ტემპერატურაზე გაცხელების დროს გარემოში მავნე, მომწამვლელი ნივთიერებები გამოიყოფა, რაც ეკოლოგიურ მდგომაროებას აუარესებს.

ბექა ბერიაშვილი