გაეროს გენმდივანი აზიის ქვეყნებს ნახშირის მოპოვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აზიის ქვეყნებს ნახშირის მოპოვების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გუტერეში აცხადებს, რომ ნახშირის მოპოვება და მოხმარება გლობალურ დათბობას უწყობს ხელს. მისი თქმით, დღეისათვის ნახშირის მოპოვება ყველაზე ინტენსიურად აზიის ქვეყნებში ხდება.

გუტერეშმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბოლო კვლევა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც 2100 წლისთვის ზღვის დონის მატების გამო საცხოვრებელი სახლის დატოვება 300 მილიონ ადამიანს მოუწევს, მათ უმეტესობას კი აზიის ქვეყნები წარმოადგენენ.

„ჩვენ ნახშირბადზე გადასახადი უნდა დავაწესოთ და წიაღისეული საწვავის სუბსიდირება შევაჩეროთ. მომავალში ნახშირზე მომუშავე ახალი სადგურები აღარ უნდა ავაშენოთ“-განაცხადა მან.

ბექა ბერიაშვილი