მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს გაყოფის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, მომდევნო წელს მიიღონ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროს გაყოფის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო წელს იქნას მიღებული. როგორც ბატიაშვილმა განმარტა, ამ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და განიხილება რამდენიმე ვერსია, რომელიც როგორც უწყების გაყოფას, ისე უცვლელად დატოვებას ეხება.

„ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. ეს პროცესი სავარაუდოდ, შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან, საკმაო დროა, რომ ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა წლის ბოლომდე, კონკრეტულად როგორ მოხდება, თუ მოხდა საერთოდ გაყოფა, ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დროა იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს ისე, რომელიც საქმეს წაადგება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.