როდიდან მოუწევთ არქიტექტორებს სერტიფიცირება

არქიტექტორებს სერტიფიცირების გავლა დასჭირდებათ. აღნიშნულს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიხედვით, სერტიფიცირების ვალდებულება არქიტექტორებისთვის გადავადდა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ არქიტექტურული პროექტის დამოწმების ვალდებულება 2020 წლის 1-ლი ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოიშობა.

„არქიტექტურული პროექტის სერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ დამოწმების მოთხოვნა, გადავადდა 2 წლით, რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს არქიტექტორებზე. კერძოდ, მათ არ მოუწევთ სერტიფიცირების ხარჯების გაღება, ხოლო სერტიფიკატის მიუღებლობის შემთხვევაში, შემოსავლების გარეშე დარჩენა. რაც შეეხება, 2 წლით არქიტექტორის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს შექმნის გადაწევის საკითხს, ასეთი ორგანოს 2 წლის შემდეგ შექმნის საკითხი არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, ვინც შექმნის მას,“-ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები - გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია არიან.

თაია არდოტელი