მევენახეობის ხელშემწყობ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მორიგ პროგრამაში გარკვეული მოდიფიკაციები შევიტანეთ, რათა მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობას მივცეთ საშუალება და სტიმული, რომ მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივები ჩამოაყალიბონ და თავიანთი მოყვანილი პროდუქცია გადამუშაონ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ჩამორჩენა გვაქვს მეღვინეობის მხრივ ტრადიციულ რეგიონებში, როგორიცაა კახეთი, თუმცა, მინისტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციართა რიცხვი გაიზრდება.
„დღეს მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ პროექტი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მორიგი პროგრამა, რომელიც მიზნად მევენახეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს პროექტი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. ჩვენ გარკვეული მოდიფიკაციები შევიტანეთ, რათა მივცეთ საშუალება და სტიმული მაღალმთიან რეგიონებში და ისეთ დასახლებებში, სადაც არც თუ ისე განვითარებულია მევენახეობა, რომ ჩამოაყალიბონ მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივები და გადაამუშაონ თავიანთი მოყვანილი პროდუქცია - ყურძენი და აწარმონ, მაღლი ხარისხის ღვინოები. რეგიონებში ვიზიტისას, შეხვედრების დროს, ეს საკითხი აქტიურად ისმოდა ხოლმე. განსაკუთრებით მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში, სადაც სამწუხაროდ, დღეს ჩამორჩენა გვაქვს. დავუშვათ კახეთთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად, ყოველთვის იყო ტრადიციები ღვინის წარმოების - იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში და ა.შ. ვფიქრობთ, უფრო მეტ ბენეფიციარს ჩავრთავთ ამ პროგრამაში“, - განაცხად ლევან დავითაშვილმა.