„გორგია“  Forbes Georgia-ს რითეილის სფეროს რეიტინგის ტოპ ათეულშია

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ Forbes Georgia- სა და საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანია "ებიტ ჯგუფის" პარტნიორობით მომზადებული საქართველოს რითეილ სფეროს რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს.

რეიტინგის სანდოობას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ის დადასტურებულია Grant Thornton-ის მიერ. ტოპ ათეულში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „გორგია“ საქართველოში სამშენებლო-სარემონტო სფეროს უპირობო ლიდერია.

Forbes Georgia-ს ინფორმაციით, წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება კომპანიების მიერ 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. მონაცემები აღებულია იმგვარად, როგორც წარდგენილია კომპანიის მიერ მის ანგარიშგებაში, მიუხედავად იმისა, როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და დაეთანხმნენ თუ არა აუდიტორები წარდგენილ მონაცემებს.

როგორც „გორგიაში“ განმარტავენ, კომპანიის წარმატების მთავარი ფორმულა მომხმარებელზე ორიენტირებაა. ეს კი გამოიხატება მათთვის მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი პროდუქტებისა და საუკეთესო ფასების შეთავაზებით, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნით, სერვისის სრულყოფითა და ზოგადად, კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით.

„გორგია“ 1998 წელს დაარსდა და ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ლიდერი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების სფეროში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია მთელს ამიერკავკასიაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში შეიძინოს 51 000-მდე დასახელების პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად. „გორგიას“ ამ ეტაპზე 6 ქალაქში 7 ჰიპერმარკეტითაა და საერთო ჯამში 1600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

(R)