Motorola კლასიკური დიზაინის დასაკეც სმარტფონს 13 ნოემბერს წარადგენს

Motorola კლასიკური დიზაინის დასაკეც სმარტფონს 13 ნოემბერს წარადგენს. ამ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია Motorola-მ მომხმარებელთა სურვილის გათვალისწინებით გადაწყვიტა ყველასათვის კარგად ცნობილი კლასიკური დიზაინის დასაკეცი მობილურის მსგავსი დიზაინის სმარტფონი - Motorola RAZR გამოუშვას.

აღსანიშნავია, რომ Motorola ახალი სმარტფონის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროვებდა, თუმცა სოციალურ ქსელებში მისი ფოტოები უკვე გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სმარტფონის ეკრანი 6.2 ინჩი (15 სმ) იქნება.

თავდაპირველად კომპანია 3 ფერის - თეთრს, შავს და ოქროსფერ სმარტფონებს გამოუშვებს, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც 1 500 დოლარი იქნება.

Motorola RAZR-ს 6GB ოპერატიული და 64 ან 128 GB შიდა მეხსიერება ექნება.

ბექა ბერიაშვილი