საინვესტიციო კომპანია Georgia Capital ახალი ქართული ბრენდით Amber Group- ით ტურიზმის სექტორში შედის.
ახალი ჰოლდინგის სახელწოდება Georgia Real Estate Holding- ია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს სასტუმროებისა და კომერციული ქონების ბიზნესის მიმართულებას Amber Group -ის სახელწოდებით და ამასთანავე M2 ჯგუფს.
Georgia Capital - იმომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჯამში 11 სასტუმროს გახსნის, სადაც საწყის ეტაპზე 130 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„საქართველოს კაპიტალმა, ჩვენმა მფლობელმა კომპანიამ, გადაწყვიტა დააფუძნოს საქართველოს უძრავი ქონება (Georgia Real Estate Holding), რომელიც თავის თავში გააერთიანებს როგორც M2-ის ჯგუფს, სადაც შევა უშუალოდ M2 და სამშენებლო კომპანია BK CONSTRACTION-ი, ისე ტურიზმისა და სასტუმროების მიმართულება. ასევე ჰოლდინგის შემადგენლობაში შევა კომერციული ქონებების განვითარება. ტურიზმის და სასტუმროების მიმართულებით ჩვენ განვაცხადეთ, ახალი ბრენდის Amber Group-ის ჩამოყალიბების შესახებ. Amber Group ეს არის ბრენდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული კულინარიის, მეღვინეობის ქართული ტრადიციის პოპულარიზაციაზე საერთაშორისო მასშტაბით და მაღამსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა Georgia Real Estete Holding გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი