თიბისი კაპიტალი: თბილისში ბინების გაყიდვები 11,9%-ით შემცირდა

2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები 11,9%-ით შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, ჯამური რაოდენობით შემცირებული უძრავი ქონების მოცულობამ 11.4%-ი შეადგინა.

კერძოდ, 2019 წლის მესამე კვარტალში გაიყიდა 8 204 ბინა, 2018 წლის მესამე კვარტალში კი 9 314.

კვლევის მიხდევით, ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებაზე. გაყიდვებზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ. ამასთან, ამავე პერიოდში უძრავი ქონების ფასები დოლარში 4%-ით შემცირდა, ლარში კი პირიქით, 6,6%-ით გაიზარდა.

„თიბისი კაპიტალის მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების გარკვეულ შემცირებას ვარაუდობენ”,- ნათქვამია კვლევაში.