სტამბოლში თევზის სენდვიჩების ნავებზე გაყიდვა აიკრძალა

სტამბოლში ტურისტებისათვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და ცნობილი „სთრით ფუდი“ თევზის სენდვიჩების ნავებზე გაყიდვა აიკრძალა. ამის შესახებ სტატიას The Guardians ავრცელებს.

ამიერიდან თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოგზაურობისას ტურისტებს თევზის სენდვიჩების, იგივე balık ekmek-ის ნავებზე ყიდვა და ქუჩაში დაგემოვნება აღარ შეეძლებათ. ახალი რეგულაციების მიხედვით სტამბულის სანაპიროებთან არსებული ბოლო 3 ნავის მეპატრონე, რომელიც სენდვჩებს ყიდდნენ, იძულებულები გახდნენ საქმიანობა შეეწყვიტათ.

ოქტომბერში თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 1-ლი ნოემბრიდან balık ekmek-ს გაყიდვა აიკრძალა. ამის მიზეზად ნავების მფლობელების მხრიდან ჰიგიენური ნორმების დაუცველობა და არარეგულირებადი ვაჭრობა სახელდება.

აღსანიშნავია, რომ მენავეებმა სტამბოლთან ახლოს დაჭერილი თევზით სენდვიჩების დამზადება და მათი სპეციალურად მორთულ ნავებზე გაყიდვა 1800-იან წლებში დაიწყეს. ტურისტებისათვის საყვარელი სენდვიჩების დასამზადებლად ისინი როგორც წესი თევზს, ხახვს, ლიმონის წვენსა და საწებელს იყენებენ.

თევზის სენდვიძის საშუალო ფასი 15 ლირას (7.7 ლარს) შეადგენს.

ბექა ბერიაშვილი