სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:
- ნიორი - 96.69%-ით;
- მსხალი - 68.96%-ით;
- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
- მანდარინი - 66.80%-ით;
- საზამთრო - 57.28%-ით;
- ფორთოხალი - 36.13%-ით;
- წიწიბურა - 35.47%-ით;
- მწვანილი - 34.12%-ით;
- შაქარი - 33.34%-ით;
- ხახვი - 32.40%-ით.