2021 წლიდან ბრიუსელში ავტომობილებისთვის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება

2021 წლიდან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ავტომობილებისთვის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება. ამის შესახებ მინისტრმა მობილურობის საკითხებში ელკ დენ ბრანდტმა განაცხადა. გამონაკლისი შემთხვევები მხოლოდ ქალაქის ცალკეულ ნაწილებში დაწესდება, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-ით განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა.

მინისტრის თქმით, მათ მიზანს ბრიუსელის ქუჩებზე უსაფრთხოების მაქსიმალური გაზრდა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება წარმოადგენს. ამასთანავე, ბრიუსელის ქუჩებში სიტუაციის გაკონტროლებას უფრო მეტი პოლიციელი შეეცდება.