ისანში მანქანის ნაწილებით მოვაჭრეები გაიფიცნენ

ისანში მანქანის ნაწილებით მოვაჭრეები გაიფიცნენ. მოვაჭრეები ქირის ლარში გადახდას და გადასახადის დაწევას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ქირას მუდმივად დოლარში იხდიდნენ, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე მათ გადასახადის გადახდა უჭირთ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ქირის საკითხის მოგვარების თხოვნით ბაზრის დირექციას მიმართეს, თუმცა დირექცია მათთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მუშაობას არ განაახლებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ამ დროისთვის აქციის დაახლოებით 10 მონაწილე ბაზრის დირექციასთან შეხვედრას მართავს.