„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის სამუშაო განრიგი გახდა.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, გასულ სხდომას სხვა მოსამართლე უძღვებოდა, სამუშაო გრაფიკი მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მას დღეს სხვა სასამართლო პროცესები აქვს ჩანიშნული.
შემდეგი სასამართლო სხეომა 2 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).