საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განაცხადებით, ახალი წლის წინა პერიოდში ლარის სეზონური გამყარება მოსალოდნელია, თუმცა გამყარდება თუ არა ლარი, ამის პროგნოზი ძალიან რთულია.
როგორც ალექსანდრე ძნელაძემ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას განაცხადა, სებ-ის ნაბიჯები ინფლაციის დასტაბილურებიკენ იყო მიმართული.
„ეროვნული ბანკის მერ გამოყენებული ინსტრუმენტები ინფლაციაზე ნეგატიური წნეხის მოხსნას ემსახურებოდა. გამიჭირდება ზუსტად გითხრათ რამდენად გაამყარებს ან არ გაამყარებს ეს ლარს. სეზონური გამყარება ზოგადად მოსალოდნელია ახალი წლის წინა პერიოდში, მაგრამ რეალურად დღეის მდგომარეობით ლარის გაუფასურება უკვე აისახა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ლარი იყოს სტაბილური“,-აცხადებს ძნელაძე.