ფრანგული სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“„Rue du Commerce“-ს ყიდის

ფრანგული სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „Rue du Commerce“-ის ონლაინ გაყიდვების საიტის გაყიდვასთან დაკავშირებით. კომპანიის ცნობით, ის ონლაინ გაყიდვების სტრატეგიას საკვებზე უფრო დაამყარებს, ვიდრე ელექტრონიკაზე.

კომპანია, რომელმაც საიტი 2015 წელს ხელახლა აამუშავა, ფინანსურ დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

„როიტერსის“ ცნობით, ჯგუფი მუშაობს ხუთწლიან გეგმაზე, რომ შეამციროს ხარჯები და გაზარდოს ინვესტიციები ორგანული პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით. გამოცემის ცნობით, კომპანია მომხმარებლებს საკუთარი ბრენდის ქვეშ მეტი ორგანული საკვების რეალიზაციას სთავაზობს, რათა „ამაზონთან“ კონკურენციას გაუმკლავდეს.

ავტორი: ნუკა კეკელია